პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები საქართველოს
კუთხეების უკეთ გაცნობის საფუძველზე გაანალიზებენ საქრთველოს რეგიოენების მსგავსებებსა
და განსხვავებეს.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს მოუწევთ
იმ პრობლემების ანალიზი, რომლებიც გვხდება საქართველოს კუთხეებში, ესენია მეურნეობის,
მოსახლეობის, ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების დაცვის მხრივ.
პროექტის მიზნები:კვლევა-ძიების, სინთეზური აზროვნების
უნარის განვითარება, ინფორმაციის მოძიების,
ანალიზის და დამუშავების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:11 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:10 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება
საქართველოს კუთხეების პრეზენტაციის ფაილები, მეურნეობის, მოსახლეობის, ღირსშესანიშნაობების,
ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ.ელექტრონული ჟურნალი ,,ჩვენი სამშობლო“. ბლოგი, რომელზეც
განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები, შეიქმნება ანგარიში;
პროექტის მსვლელობა:საპროექტო თემის
შერჩევის შემდეგ, შეიქმნება პროექტის განხორციელების გეგმა და მისი განხორციელების
ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონშერჩეული კუთხის მოსახლეობის,
მეურნეობის, ღირსშესანიშნაობებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ ინფორმაცია,
შექმნან პრეზზენტაციის ფაილები, როგოც ცალკ-ცალკე რეგიონების მიხედვით, ასევე მთელი
ქვეყნის მიხედვით. გააკეთონ თითოეულ კუთხეში რა და რა სახის პრობლემებია და შექმნან
მათი თვალსაზრისით ამ პრობლემების თავიდან აცილების რეკომენდაციები. მოძიებული და შექმნილი ნაშრომების საფუძველზე შექმნან
პრეზენტაციის ფაილები.მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა.მოსწავლეები
დაიწყებენ ელექტრონული ჟურნლის ,,ჩვენი სამშობლოს“-ს შექმნასა და რედაქტირებას, შეიქმნება
ბლოგი, რომელზე განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შექმნიან პროექტის ანგარიშისდა თვითშეფასებას. პროექტის მსვლელობისას
პერიოდულად მოხდება დამუშავებული ინფორმაციის შეფასება და კლასის წინაშე წარდგენა განხილვა.
პროექტის დასარულს პროექტის ანგარიშსწარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს, მაწსავლებლებსა
და მათ მშობლებს. პროექტის ბოლოს მოსწავლეები
შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ, ჩვენი საქართველო,
გეოგრაფია;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: z.lortqifanidze3@gmail.com;
პროექტის ბლოგი: zlortqifanidze3.blogspot.com